რუსეთის ძალებმა ოდესაში, საცხოვრებელ შენობაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, არიან დაშავებულები
რუსმა სამხედროებმა ოდესას უპილოტო აპარატებით შეუტიეს. საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები.
რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თქმით, საჰაერო თავდაცვის აქტიური მუშაობის მიუხედავად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, კერძოდ, საცხოვრებელ შენობებს ზიანი მიადგა.
კიპერმა დააკონკრეტა, რომ თავდასხმის შედეგად ექვსი ბინა მთლიანად განადგურდა, ხოლო 36 ნაწილობრივ დაზიანდა. დაშავებულებს შორის არიან 7 და 9 წლის ბიჭი და გოგონა.
ბავშვები კვამლის შესუნთქვის გამო მოიწამლენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შენობიდან 50 მცხოვრები გამოიყვანეს. სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით, ზედა სართულებიდან 10 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი გადაარჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი ადამიანი.