რუსეთის ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელში სასწავლო დაწესებულება დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

18:16, 15.04.2024

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელ ლუკიანკაში სასწავლო დაწესებულება დაბომბეს.

შემთხვევის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. ყველა მათგანი სამოქალაქო პირია.

ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ტელეგრამარხში ავრცელებს.

მსგავსი