რუსეთის ძალების მიერ ზაპოროჟიეზე თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა

20:44, 08.01.2025

რუსეთის ძალების დარტყმას ზაპოროჟიეზე 13 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 18 მოქალაქე, რომელთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი ავრცელებს.

მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა ქალაქზე დარტყმა ორი მართვადი საავიაციო ბომბით განახორციელეს.

ოლქის ხელმძღვანელის თქმით, იერიშის სამიზნე შევჩენკოვსკის რაიონი გახდა. კადრებში ჩანს, რომ დაზიანებულია სამარშრუტო ტაქსი, ტრამვაი და მრავალსართულიანი შენობა.

მსგავსი