რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ქალაქ სუმიზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 88-მდე გაიზარდა

20:25, 24.03.2025

რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ქალაქ სუმიზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 88-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქალაქო საბჭო ავრცელებს. დაშავებულთა შორის 17 ბავშვია.

უკრაინის პროკურატურის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა დარტყმა სუმის მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ უბანზე განახორციელა. დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა და სკოლა.

ქალაქში საგანგებო სამსახურები მუშაობენ.

მსგავსი