რუსეთის ძალების მიერ პოლტავის რეგიონში განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა

09:27, 24.03.2026

რუსეთის არმიის მიერ უკრაინის პოლტავის რეგიონში განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 დაშავდა.

პოლტავის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის,  ვიტალი დიაკივნიჩის  განმარტებით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სასტუმროები.

„ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ყველა სამსახურია მობილიზებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, – აღნიშნა დიაკივნიჩმა.

მსგავსი