რუსეთის ძალების მიერ ხარკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა
რუსეთი უკრაინის ქალაქ ხარკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს, რის შედეგადაც, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა.
როგორც უკრაინული მედია წერს, დაღუპულებს შორის არის სამი მაშველი, რომლებიც შემთხვევის ადგილზე ადამიანების დასახმარებლად მივიდნენ, რა დროსაც რუსულმა ძალებმა განმეორებითი დარტყმა განახორციელეს.
თავდასხმის შედეგად, დაშავებულია, სულ მცირე, 12 ადამიანი, მათ შორის სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელიც განმეორებითი დარტყმისას დაშავდა.
ამასთან, დაზიანებულია მაღალსართულიანი კორპუსები და კერძო სახლები.