რუსეთის დუმის დეპუტატი ლეონიდ კალაშნიკოვი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს
რუსეთის დუმის დეპუტატი ლეონიდ კალაშნიკოვი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს

რუსეთის დუმის დეპუტატი ლეონიდ კალაშნიკოვი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც თავად კალაშნიკოვი აცხადებს, მას ვირუსი მძღოლისგან გადაედო.

„ერთი კვირა კარანტინში ვიყავი. შემდეგ კორონავირუსის ნიშნები გამომივლინდა. აუცილებელი გახდა ჩემი საავადმყოფოში გადაყვანა“, – ამბობს კალაშნიკოვი.

როგორც რუსული მედია წერს, კორონავირუსი უკვე დაუდგინეს რუსეთის დუმაში მომუშავე ოთხ მძღოლს.

ამასთან ცნობილი გახდა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს რუსეთის დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი ნოვიკოვიც, რომელსაც კორონავირუსის ნიშნები აქვს.