რუსეთის დუმის დეპუტატები აცხადებენ, რომ მზად არიან, ყარაბაღის კონფლიქტის სტაბილიზაციის პროცესში შუამავლის როლი შეასრულონ
რუსეთის დუმის დეპუტატები აცხადებენ, რომ მზად არიან, ყარაბაღის კონფლიქტის სტაბილიზაციის პროცესში შუამავლის როლი შეასრულონ

რუსეთის სახელმწიფო დუმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში არსებულ სიტუაციასთან დაკაშირებთ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, დეპუტატები მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებენ.

„რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატები გამოთქვამენ სერიოზულ შეშფოთებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების თაობაზე, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ვგმობთ მხარეების მიერ ძალის გამოყენებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო დუმის დეპუტატები მხარეებს მოუწოდებენ, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების პროცესს და არ დაუშვან კონფლიქტის ესკალაცია. ამასთან, რუსეთის სახელმწიფო დუმა მზაობას გამოთქვამს, „შუამავლის როლის შესრულებით კონფლიქტში ჩართულ მხარეებს სიტუაციის დასტაბილურებაში დახმარება გაუწიოს“.