რუსეთის სახელმწიფო დუმაში სტადიონებზე ალკოჰოლის გაყიდვის შესახებ კანონპროექტი შევა.
ინიციატივა სახელმწიფო დუმის ფიზკულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ დეგტიარევმა დაადასტურა.
პირველ ეტაპზე ახალი კანონი ფეხბურთის მატჩებს ითვალისწინებს, შემდეგ კი სპორტის სხვა სახეობებზე გავრცელებაც იგეგმება.
მიხაილ დეგტიარევი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობისგან ახალ კანონპროექტს მხარდაჭერა უკვე აქვს.
„ჩვენი გულშემატკივრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კულტურულად იქცეოდნენ. შეხედეთ, როგორ იქცევიან გულშემატკივრები ევროპის ქვეყნებში, მაგრამ მათ სტადიონებზე ლუდის დალევას არ უკრძალავენ. ჩვენ არ უნდა უგულვებელვყოთ საკუთარი გულშემატკივრების უფლებები“ – აცხადებს სახელმწიფო დუმის ფიზკულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
კანონპროექტის ავტორები რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები არიან ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან (ЛДПР).