რუსეთის ციხეში მყოფმა უკრაინელმა რეჟისორმა, რომელიც შიმშილობს, ანდერძი შეადგინა
რუსეთის ციხეში მყოფმა უკრაინელმა რეჟისორმა, რომელიც შიმშილობს, ანდერძი შეადგინა

რუსეთის ციხეში მყოფი უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის ჯანმრთელობის მდგომაროება გაუარესდა.

სენცოვის დის განცხადებით, შიმშილობის გამო, რეჟისორს ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობა აქვს. მან ჟურნალისტებს წერილი გააცნო, რომელიც ძმამ ციხიდან გაუგზავნა.

სენცოვი წერს, რომ ყველაფერთან ერთად, მას ჰიპოქსია აქვს, რაც ორგანოებსა და ტვინში ჟანგბადის ნაკლებობას ნიშნავს. „თავბრუ მეხვევა, კისერი და ყველა კიდური მიბუჟდება“, – აღნიშნავს უკრაინელი რეჟისორი.

„არ მჯერა, რომ ოდესმე გამოვალ და ყველა ბედნიერად ვიცხოვრებთ კიევში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დანებებას ვაპირებ, თუმცა ბედნიერი დასასრულის უკვე აღარ მჯერა“, – ნათქვამია სენცოვის წერილში.

რეჟისორის და ასევე აცხადებს, რომ სენცოვმა გზავნილთან ერთად, უკვე ანდერძიც შეადგინა.

ოლეგ სენცოვმა შიმშილობა 14 მაისს გამოაცხადა. ის რუსეთის ციხეში მყოფი ყველა უკრაინელი პოლიტპატიმრის გათავისუფლებას ითხოვს.