რუსეთის ცესკო-ს მონაცემებით, ბიულეტენების 60 პროცენტის დათვლის შემდეგ ვლადიმერ პუტინი არჩევნებში 87,26 პროცენტით იმარჯვებს
რუსეთის ცესკო-ს მონაცემებით, ბიულეტენების 60 პროცენტის დათვლის შემდეგ ვლადიმერ პუტინი არჩევნებში 87,26 პროცენტით იმარჯვებს

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. ამ დროისთვის ხმების 60 პროცენტია დათვლილი. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

პუტინს ამ ეტაპზე ხმების 87,26 პროცენტი აქვს მიღებული. მეორე ადგილს იკავებს დუმის კომუნისტი დეპუტატი ნიკოლაი ხარიტონოვი, რომელმაც ამ დროისთვის ხმების 4,18 პროცენტი მიიღო.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს გაიმართა.