მედიის ცნობით, რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე კიბერიერიში განხორციელდა
მედიის ცნობით, რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე კიბერიერიში განხორციელდა

რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე კიბერიერიში განხორციელდა,- ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

როგორც კომისიაში განაცხადეს, DDoS შეტევა 15 ქვეყნის Ip მისამართიდან განხორციელდა. რუსეთის ცესკოს თავმჯდომარე ელა პამფილოვამ მომხდარის სხვა დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ კიბერიერიშის შესახებ მისი კოლეგები უახლოეს მომავალში ისაუბრებენ.

„ყველაზე ინტენსიური შეტევა ღამის განმავლობაში დავაფიქსირეთ. წყარო 15 ქვეყანაში მდებარეობდა”, – განაცხდა პამფილოვამ.

მისივე თქმით, შეტევა განხორციელდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრზეც.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს რვა კანდიდატი იყრის. ცესკოს მონაცემებით, მოსკოვის დროით 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 51,9%-ს შეადგენდა.