რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზეც გაიმართება
რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზეც გაიმართება

რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წელს ქვეყნის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზეც გაიმართება, მათ შორის იმ ტერიტორიაზე, სადაც „საომარი მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს“.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ეხება დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს.

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში მარტის შუა რიცხვებში უნდა გაიმართოს.

გასულ კვირას არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.