რუსეთის ბირთვული შეკავების შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებას რუსეთის ხელისუფლება მიუღებელს უწოდებს
რუსეთის ბირთვული შეკავების შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებას რუსეთის ხელისუფლება მიუღებელს უწოდებს

რუსეთის ბირთვული შეკავების შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ანეგრეტ კრამპ-კარენბაურის განცხადებას რუსეთის ხელისუფლება მიუღებელს უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განხადებაში აღნიშნულია, რომ ანეგრეტ კრამპ-კარენბაურის მოსაზრება შესაძლოა, მიუთითებდეს გერმანიაში ჩამოყალიბებულ ახალი აზროვნების სკოლაზე, რადგან მეორე მსოფლიო ომში გერმანიის როლის გამო, ბერლინი მანამდე მსგავს განცხადებებს არ აკეთებდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გერმანიის სამხედრო ატაშე გამოიძახეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაურმა კითხვაზე – ფიქრობს თუ არა ნატო ბალტიის და შავი ზღვების რეგიონებში რუსეთის შეკავების სცენარებზე ბირთვული იარაღით, თქვა, რომ აუცილებელია რუსეთისთვის ნათლად ჩვენება, რომ დასავლეთის ქვეყნები მზად არიან ასეთი საშუალებების გამოყენებისთვისაც.