აშშ-ის საზღვაო ძალების მე-5 ფლოტის მეთაური ისრაელში ჩავიდა, სადაც ისრაელის საზღვაო ძალებთან კოორდინაციის საკითხები განიხილა
აშშ-ის საზღვაო ძალების მე-5 ფლოტის მეთაური ისრაელში ჩავიდა და ისრაელის საზღვაო ძალებთან კოორდინაციის საკითხები განიხილა. აშშ-ის საზღვაო ძალების მე-5 ფლოტი აშშ-ის ცენტრალური სარდლობის საზღვაო კომპონენტს წარმოადგენს.
ისრაელის სამხედრო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მე-5 ფლოტის სარდალმა, ვიცე-ადმირალმა კურტ რენშოუმ შეხვედრა გამართა ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურთან, ვიცე-ადმირალ ეიალ ჰარელთან და სამხედრო-საზღვაო ძალების სხვა მაღალი რანგის ოფიცრებთან.
„სარდლებმა განიხილეს სამხედრო-საზღვაო ძალების ქმედებები სხვადასხვა ოპერაციულ სივრცეში, პარტნიორობის გაძლიერება რეგიონული სტაბილურობისა და საზღვაო მარშრუტების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, ფლოტებს შორის კოორდინაცია, ასევე ტექნოლოგიური ცოდნის გაზიარება“, – ნათქვამია „ისრაელის თავდაცვის ძალების“ განცხადებაში.
მე-5 ფლოტის შტაბ-ბინა ბაჰრეინში მდებარეობს.