დიმიტრი პესკოვი – ევროპელებს თუ ნამდვილად ეყოლებათ ვინმე, ვისაც როგორღაც მაინც ექნება მოლაპარაკების უფლებამოსილება, ჩვენ მზად ვიქნებით სასაუბროდ

15:20, 13.11.2026

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი ვარაუდობს, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი მალე გაიმართება. პესკოვის თქმით, თუ ევროპელებს ეყოლებათ უფლებამოსილი პირი ვლადიმერ პუტინთან დიალოგის წარმართვისთვის და არსებობს სურვილი, მაშინ რუსეთის ფედერაცია ამისთვის მზადაა.

„თუ ევროპელებს ნამდვილად ეყოლებათ ვინმე, ვისაც როგორღაც მაინც ექნება მოლაპარაკების უფლებამოსილება, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვიქნებით მათთან სასაუბროდ“, – განაცხადა პესკოვმა.

რუსეთს პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, როდესაც მოსკოვი გაიგებს ევროპის მზაობას, ხელი შეუწყოს მშვიდობას უკრაინაში, შესაძლებელი იქნება გაფართოებული ფორმატით დიალოგის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი გაფართოვდება და მასში ევროკავშირის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

ამასთან, პესკოვმა განაცხადა, რომ ნატო-ს ამჟამინდელი წევრების, მათ შორის ფინეთის, ალიანსიდან გასვლის შესახებ არანაირი წინადადება არ წარმოდგენილა.

„მე ამის შესახებ არ ვიცი. არა, ეს არ ყოფილა. ეს ნამდვილად არ არის თემა“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს კითხვაზე პასუხის გაცემისას, იყო თუ არა წარდგენილი რაიმე წინადადება ნატოს ამჟამინდელი წევრების, კერძოდ, ფინეთის, ალიანსიდან გასვლის შესახებ.

მსგავსი