რუსეთის ავიაციამ სირიის პროვინცია იდლიბი დაბომბა. როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება, იერიშის შედეგად, სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა.
როგორც გაერო-ში განაცხადეს, პროვინცია იდლიბში სირიის მთავრობისა და რუსეთის სამხედრო აქტივობა 16 დეკემბრის შემდეგ გაიზარდა. სირიელი უფლებადამცველების ინფორმაციით, სამხედრო მოქმედებების განახლების შედეგად, სულ მცირე 80 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ათასობით ადამიანს კი საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუხდა.
საავიაციო და საარტილერიო დარტყმების შედეგად, სირიის არმიამ იდლიბის პროვინციის ათობით დასახლება დაიკავა.