რუსეთის არმიის მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად ათი ადამიანია დაშავებული, დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები, უნივერსიტეტის შენობა და საწარმოები
რუსეთის არმიის მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად ათი ადამიანია დაშავებული, დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები, უნივერსიტეტის შენობა და საწარმოები

რუსეთის არმია უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს უპილოტო თვითმფრინავებით ბომბავს, ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი აცხადებს, რომ ამ დროისთვის 10 ადამიანია დაშავებული, თუმცა თავდასხმა კვლავ გრძელდება. ივან ფედოროვის თქმით, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, უნივერსიტეტის შენობა და რეგიონულ ცენტრში მდებარე საწარმოები.

ადგილობრივმა საპატრულო პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ უპილოტო აპარატებით თავდასხმების შედეგად საგზაო მოძრაობა შეზღუდულია.

ზაპოროჟიეს რეგიონზე თავდასხმა 6 ივლისის საღამოსაც მოხდა, რის შედეგად დაზიანდა საწყობები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ფერმებში. ასევე, ნაწილობრივ დაინგრა კერძო საწარმოს შენობა.