რუსეთის არმიის მიერ უკრაინის რეგიონების დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაში.
უკრაინული მედიის თანახმად, რუსმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონის ქალაქ სლავიანსკის ცენტრალური რაიონი დაბომბეს, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, რუსეთის არმიამ დონეცკის რეგიონში ასევე დაბომბა ქალაქი კრამატორსკი. ქალაქის წინააღმდეგ შვიდი დაბობვა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად დონეცკის რეგიონში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და საწარმო ზონები.
მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის არმიის დაბომბვას უკრაინის ჩერნიგოვის რეგიონშიც. რუსეთის თავდასხმის სამიზნე გახდა უკრაინის სუმის რეგიონი. დაბომბვის შედეგად დაზიანდა კერძო სახლი.