რუსეთის არმიამ ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონები დაბომბა, არიან დაშავებულები
რუსეთის არმიამ ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონები დაბომბა, არიან დაშავებულები

რუსეთის არმიამ უკრაინაში ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონები დაბომბა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის სამიზნე ხარკოვის ოლქის ენერგეტიკული სისტემა გახდა. რუსებმა თავდასხმისთვის უპილოტო აპარატები და ტაქტიკური ავიაცია გამოიყენეს.

ხარკოვის რეგიონზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლებიც დაზიანდა, დაშავდა ორი ადამიანი.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეში უპილოტო აპარატებით თავდასხმა მოხდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის არმია უკრაინას 200-ზე მეტი უპილოტო აპარატით დაესხა თავს, მათ შორის 107 აპარატი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა. თავდასხმის სამიზნე ასევე გახდა სუმის, ნიკოლაევის, პოლტავის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ვინიცის, ჟიტომირის, ნიკოლაევისა და დნეპროპეტროვსკის ოლქები.