რუსეთის არჩევნებზე 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 16,55%-ს შეადგენს
რუსეთის არჩევნებზე 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 16,55%-ს შეადგენს

რუსეთის არჩევნებზე 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 16,55%-ს შეადგენს. ინფორმაცია რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს დროის ანალოგიურ მონაკვეთში აქტივობა 6,5%-ი იყო.

არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო რამდენიმე კანდიდატმა. მათ შორის ვლადიმირ ჟირინოვსკიმ, გრიგორი იავლინსკიმ და რუსეთის მოქმედმა ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა. ყველა პროგნოზის მიხედვით, სწორედ ის დაიკავებს მომდევნო ექვსი წლით რუსეთის ლიდერის თანამდებობას.

რუსეთის ტერიტორიაზე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 97 ათასი უბანი გახსნილი. 400 უბანი მოქმედებს საზღვარგარეთ – 144 ქვეყენაში. საქართველოსა და უკრაინაში კენჭისყრა არ იმართება.

საარჩევნო უბნები გახსნილია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ასევე ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე.

საპრეზიდენტო არჩვენების პირველი წინასწარი შედეგები თბილისის დროით 22:00 საათზე გახდება ცნობილი.

დატოვე კომენტარი