რუსეთის ამურის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა, ბორტზე ეკიპაჟის ექვსი წევრი და 43 მგზავრი იმყოფებოდა

10:40, 24.07.2025

რუსეთის ამურის ოლქში An-24-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ექვსი წევრი და 43 მგზავრი, მათ შორის ხუთი ბავშვი.

თვითმფრინავი ბლაგოვეშენსკიდან ტინდაში მიფრინავდა, როდესაც ეკიპაჟთან კავშირი გაწყდა.

ამურის ოლქის ხელმძღვანელი ვასილი ორლოვი აცხადებს, რომ რაიონში ცუდი ამინდია, რის გამოც რეისი შეყოვნებით გაფრინდა. სამგზავრო თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი მი-2.

მსგავსი