რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს საკითხებში საგარეო ქმედებათა ევროპულ სამსახურს მიხეილ ზიბერტი უხელმძღვანელებს
რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს საკითხებში საგარეო ქმედებათა ევროპულ სამსახურს მიხეილ ზიბერტი უხელმძღვანელებს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჟოზეფ ბორელმა საგარეო ქმედებათა ევროპულ სამსახურში თანამდებობის პირების დანიშვნის შესახებ განაცხადა.

მათ შორის არის მიხაელ ზიბერტი, რომელიც რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს საკითხებში საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის მმართველ დირექტორი იქნება.

მანამდე მიხაელ ზიბერტი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი იყო.

„მიხაელ ზიბერტი საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს საკითხებში მმართველ დირექტორად დაინიშნა. ამჟამად ის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს ხელმძღვანელია. მანამდე ის სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის დეპარტამენტის უფროსი იყო. მალე ბატონი ზიბერტი საგარეო ქმედებათა ევროპულ სამსახურში თავის მოვალეობას შეასრულებს“, – ნათქვამია განცხადებაში.