რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა წელს 4.7 პროცენტით, ევროკავშირიდან კი 25.7 პროცენტით გაიზარდა
რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა წელს 4.7 პროცენტით, ევროკავშირიდან კი 25.7 პროცენტით გაიზარდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში წელს ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან განხორციელდა (1 509 662, +7.1 პროცენტი), მეორე ადგილზე რუსეთია (1 463 040, +4.7 პროცენტი), მესამეზე სომხეთი (1 349 279, +7.5 პროცენტი).

2019 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 482 418 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2018 წელთან შედარებით +25.7 პროცენტია.

განსაკუთრებული ზრდით გამოირჩეოდა: პოლონეთი +31.7 პროცენტი, იტალია +22.4 პროცენტი, გერმანია +38.2 პროცენტი, საფრანგეთი +28.3 პროცენტი, გაერთიანებული სამეფო +27.4 პროცენტი.

2019 წელს შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან 450 590 224 აშშ დოლარს შეადგენს, ზრდა 2018 წელთან შედარებით +19.5 პროცენტია.

დატოვე კომენტარი