რუსეთიდან და თურქეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა
რუსეთიდან და თურქეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, რუსეთიდან და თურქეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა.

თუ 2017 წლის სექტემბერში რუსეთიდან 40,7 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, მიმდინარე წლის სექტემბერში მაჩვენებელი 37,7 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

თურქეთიდან გასული წლის სექტემბერში 9,5 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, 2018 წლის სექტემბერში კი 7,2 მილიონი დოლარი.

სხვა ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები გაზრდილია, მათ შორის იტალიიდან, აშშ-დან, საბერძნეთიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან და საფრანგეთიდან.
მთლიანობაში 2018 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 131.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 5.6 პროცენტით (6.9 მილიონი დოლარით) მეტია 2017 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე.