რუსეთი უკრაინული ენერგოსისტემის წინააღმდეგ მასშტაბურ შეტევას ახორციელებს, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
რუსეთი უკრაინული ენერგოსისტემის წინააღმდეგ მასშტაბურ შეტევას ახორციელებს.
უკრაინის მიმართულებით რუსეთის არმიამ რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები გაუშვა. რუსეთის არმიამ თავდასხმისთვის „კინჟალის“, „კალიბრისა“ და სხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენა.
ტერნოპოლის ოლქში მოსახლეობის 50 პროცენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
თავდასხმის სამიზნე გახდა კიევის, ივანო-ფრანკოვსკის, ხარკოვის, ხმელნიცკის, პოლტავის და ოდესის რეგიონები. რვა ერთეულმა „ტუ-95ემეს“-ის ტიპის თვითმფრინავმა, სავარაუდოდ, განახორციელა რაკეტების გაშვების ორი ტალღა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამჟამად ექვსიდან სამი სისტემური ხაზი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ეროვნული ენერგეტიკული კომპანია „უკრენერგო“ აცხადებს, რომ სარაკეტო თავდასხმის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებული იქნება.