რუსეთი უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს მართავს
რუსეთი უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს მართავს

რუსეთი უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს მართავს. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამხედრო მანევრები მიმდინარეობს ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში, ასევე სომხეთშიც.

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის მეირ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ სწავლებებში 8,5 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 2 000 ერთეული მძიმე ტექნიკა იქნება ჩართული. მანევრების დროს გამოყენებული იქნება სამხედრო მოქმედებების წარმოების ახალი ფორმები და მეთოდები, რომლებიც რუსმა სამხედროებმა სირიაში შეისწავლეს.

მანევრებში ჩართულია რუსეთის 58-ე და 49-ე არმია, შავი ზღვის ფლოტი, სამხედრო საჰაერო ძალების მეოთხე არმია და სპეციალური დანიშნულების ძალები.