რუსეთი სპორტს კარგავს - გაუქმებული და გადადებული ტურნირების გრძელი სია #1TVSPORT
უკრაინაში მიმდინარე მოვლენები დიდ კვალს ტოვებს რუსულ სპორტზე. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, უეფა და სხვა სპორტული ორგანიზაციები სანქციებს უწესებენ რუსულ კლუბებს, სპორტულ ორგანიზაციებსა და რუსეთში გასამართ საერთაშორისო ტურნირებს…
ფეხბურთი
* 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგიდან პარიზში გადაიტანეს.
* რუსული კლუბები ევროთასების საშინაო მატჩებს ნეიტრალურ მოედნებზე ჩაატარებენ.
* რუსეთის ნაკრები უეფა-ს ეგიდით მატჩებს ნეიტრალურ მოედნებზე ჩაატარებს.
* პოლონეთმა, შვედეთმა და ჩეხეთმა უარი თქვეს მოსკოვში გამგზავრებაზე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩების ჩასატარებლად.
კალათბურთი
* საკალათბურთო ევროლიგამ გაურკვეველი ვადით გადადო ცსკა-ს, უნიქს-ისა და ზენიტის მატჩები.
* ლიეტუვას ჟალგირისი ბოიკოტს უცხადებს ევროლიგაზე ცსკა-სა და ზენიტის წინააღმდეგ მატჩებს.
* ესტონეთის კალევი და პოლონეთის ზელენა-გურა გავიდნენ ვთბ-ის საკალათბურთო ლიგიდან.
* ნიდერლანდებმა უარი თქვა კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში რუსეთის მასპინძლობაზე.
სხვადასხვა
* საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მოუწოდა ტურნირების გაუქმების ან გადადების შესახებ რუსეთსა და ბელარუსში.
* ფორმულა 1-მა გააუქმა 2022 წელს რუსეთის გრანპრი.
* 2022 წლის საჭადრაკო ოლიმპიადა მოსკოვში აღარ გაიმართება.
* ფინეთის იოკერიტი და რიგის დინამო ჰოკეის კონტინენტალური ლიგიდან გამოდიან.
* შვედეთმა და ფინეთმა უარი თქვეს რუსეთში ბურთით ჰოკეის მსოფლიოს 2022 ჩემპიონატში მონაწილეობაზე.
* პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ გააუქმა მოსკოვის ტურნირი.
* გაუქმდა სათხილამურო სპორტში მსოფლიოს თასის ეტაპები, რომლისთვისაც რუსეთს უნდა ემასპინძლა (სულ 6 ეტაპი).
* რუსი სპორტსმენები სათხილამურო სახეობებში დროშისა და ჰიმნის გარეშე გამოვლენ.
* რუსეთს ჩამოართვეს ქერლინგში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა.