რუსეთი სომხეთს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს გადასცემს
რუსეთი სომხეთს  საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს გადასცემს

რუსეთი სომხეთს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ტორს“ გადასცემს. სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები რუსულ შეიარაღებას რამდენიმე თვეში მიიღებს.

სისტემა „ტორი“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია, რომელსაც ბრძოლაში ჩაბმა პირადი შემადგენლობის მონაწილეობის გარეშე, ავტომატურ რეჟიმში ნებისმიერ სპექტრში შეუძლია, მათ შორის მაღალი სიზუსტის რაკეტების გასანადგურებლად.

რუსული სისტემა „ტორი“ საჰაერო დარტყმებისგან არმიისა და სამოქალაქო ობიექტების ტაქტიკურ დაცვას უზრუნველყოფს.