რუსეთი საზღვაო პოლიგონებზე, მათ შორის შავ ზღვაზე, წვრთნებს იწყებს 
რუსეთი საზღვაო პოლიგონებზე, მათ შორის შავ ზღვაზე, წვრთნებს იწყებს 

რუსეთი სტრატეგიული სამხედრო ძალების წვრთნებს იწყებს. მანევრები 15-დან 17 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდება და სწავლებაში მონაწილობას 12 000 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს პირადი შემადგენლობის 12 ათასი წევრი, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების 213 გამშვები დანადგარი, 105 საფრენი აპარატი და ხუთი წყალქვეშა ნავი, ასევე 310 ერთეული საბრძოლო სპეციალური ტექნიკა“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ცნობით, წვრთნების დროს განხორციელდება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვება.

„წვრთნები გაიმართება საზღვაო პოლიგონებზე ბარენცის, ბალტიის, შავი, ოხოტის და კასპიის ზღვებში“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.