რუსეთი ქვეყნიდან ათობით ფრანგ და იტალიელ დიპლომატს აძევებს
რუსეთი ქვეყნიდან ათობით ფრანგ და იტალიელ დიპლომატს აძევებს

რუსეთი ათობით ფრანგ და იტალიელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს.

კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა საფრანგეთის საელჩოს 34 თანამშრომელი და იტალიის საელჩოს 24 თანამშრომელი.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსულმა მხარემ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულ იტალიისა და საფრანგეთის ელჩებს აცნობა.

იტალიელი და ფრანგი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება რუსეთმა აღნიშნული ქვეყნების მიერ რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ მიიღო. აპრილში საფრანგეთმა ქვეყნიდან რუსული დიპლომატიური დაწესებულებების 41 თანამშრომელი გააძევა, იტალიამ კი – 30.

დატოვე კომენტარი