რუსეთი ქვეყნიდან ამერიკელ დიპლომატებს აძევებს
რუსეთი ქვეყნიდან ამერიკელ დიპლომატებს აძევებს

რუსეთი ქვეყნიდან ამერიკელ დიპლომატებს აძევებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსკოვში, უწყებაში დაბარებულ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს დიპლომატებისგან შემდგარი სია გადაეცა, რომლებიც პერსონა ნონ გრატად გამოცხადდნენ.

რუსული მხარე ამ ნაბიჯს საპასუხო ზომად განმარტავს. ორი კვირით ადრე, აშშ-მა 12 რუს დიპლომატს, რომლებიც მისიით გაერო-ში იყვნენ წარმოდგენილი, ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.