რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე ანექსირებულ ყირიმში მასშტაბურ სამხედრო წვრთნას მართავს

11:10, 20.03.2018

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე ანექსირებულ ყირიმში მასშტაბურ სამხედრო წვრთნას მართავს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების მონაცემებით, სამხედრო სწავლებაში რვა ათასამდე ჯარისკაცი და 1,5 ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკაა ჩართული, მათ შორის ზალპური ცეცხლის თანამედროვე სისტემები.

სამხედრო წვრთნა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის გამარჯვებიდან მეორე დღეს დაიწყო.

მსგავსი