რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული თავისი სამხედროების მზადყოფნას ამოწმებს 
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული თავისი სამხედროების მზადყოფნას ამოწმებს 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში რუსი სამხედროების მზადყოფნას ამოწმებენ. როგორც რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურში აცხადებენ, „გეგმიურ წვრთნებში 2000 ჯარისკაცი და 500 ერთეული სამხედრო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას“.

„აფხაზეთში დისლოცირებული რუსი სამხედროების მზადყოფნას სამხრეთ სამხედრო ოლქის ოფიცრები შეამოწმებენ“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

გეგმიური შემოწმება ოკუპირებულ რეგიონებში განლაგებული რუსული ბაზების მთელი პირად შემადგენლობას ეხება. შემოწმება კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

„დანაყოფების ნაწილი ცაბალის და ნაგვალოუს პოლიგონებზე 200 კილომეტრიან მარშში მიიღებენ მონაწილეობას. სამხედროები ჩააბარებენ გამოცდებს, რაც კონტროლირებად სროლაში ვარჯიშს ითვალისწინებს“, – აცხადებენ რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესცენტრში.