რუსეთი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ფინეთმა დაამარცხა (ვიდეო)

20:06, 25.05.2019

სლოვაკეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალი გაიმართა, რომელშიც დამარცხდა ტურნირის მთავარი ფავორიტი – რუსეთის ნაკრები. ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) ვარსკვლავებით დაკომპლექტებულმა რუსებმა 0:1 დათმეს ფინეთთან და მესამე ადგილისთვის მატჩით დაკმაყოფილება მოუწევთ.

ერთადერთი შაიბა ფინელებმა მესამე პერიოდის შუაში გაიტანეს – თავი გამოიჩინა გუნდის კაპიტანმა მიკო ანტილამ.

რუსებმა ოდნავ აჯობეს მეტოქეს დარტყმების რაოდენობით – 32:29. მატჩის გმირი აღმოჩნდა ფინელთა მეკარე კევინ ლანკინენი, რომელმაც 32 დარტყმა მოიგერია.

შეგახსენებთ, რომ ფინეთმა მეოთხედფინალში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი შვედეთი დაამარცხა.
მოგვიანებით გაიმართება მეორე ნახევარფინალი, რომელშიც ჩეხეთი და კანადა შეხვდებიან ერთმანეთს.

მსგავსი