რუსეთი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ფინეთმა დაამარცხა (ვიდეო)
სლოვაკეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალი გაიმართა, რომელშიც დამარცხდა ტურნირის მთავარი ფავორიტი – რუსეთის ნაკრები. ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) ვარსკვლავებით დაკომპლექტებულმა რუსებმა 0:1 დათმეს ფინეთთან და მესამე ადგილისთვის მატჩით დაკმაყოფილება მოუწევთ.
ერთადერთი შაიბა ფინელებმა მესამე პერიოდის შუაში გაიტანეს – თავი გამოიჩინა გუნდის კაპიტანმა მიკო ანტილამ.
რუსებმა ოდნავ აჯობეს მეტოქეს დარტყმების რაოდენობით – 32:29. მატჩის გმირი აღმოჩნდა ფინელთა მეკარე კევინ ლანკინენი, რომელმაც 32 დარტყმა მოიგერია.
შეგახსენებთ, რომ ფინეთმა მეოთხედფინალში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი შვედეთი დაამარცხა.
მოგვიანებით გაიმართება მეორე ნახევარფინალი, რომელშიც ჩეხეთი და კანადა შეხვდებიან ერთმანეთს.