რუსეთი მასშტაბურ საზღვაო წვრთნებს, ხოლო ნატო არქტიკაში მანევრებს გამართავს
რუსეთი მასშტაბურ საზღვაო წვრთნებს აანონსებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, წვრთნები იანვარსა და თებერვალში გაიმართება და წყნარ და ატლანტის ოკეანეებში ჩატარდება.
საზღვაო მანევრები ასევე ჩატარდება ხმელთაშუა, ჩრდილოეთისა და ოხოტსკის ზღვებში. სწავლებებში მონაწილეობას მიიღებს 140 სამხედრო გემი, 60 თვითმფრინავი და 10 000 სამხედრო მოსამსახურე.
ამასთან, ვრცელდება ცნობები, რომ 21 იანვარს ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ ჩინეთი, რუსეთი და ირანი.
პარალალურად, მასშტაბურ სწავლებებს აანონსებს ნატო-ც. მანევრებში, სახელწოდებით „ცივი პასუხი“, 28 ქვეყანა და 35 000 სამხედრო ჩაერთვება. ინფორმაციას ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენლობა ავრცელებს.
სპეციალურად ამ წვრთნებისთვის არქტიკაში ჩავა ამერიკული სამხედრო ავიამზიდი „ჰარი ტრუმენი“.
ნატო-ს მანევრები მარტიდან დაიწყება. ნორვეგიაში განაცხადეს, რომ რუსეთი წვრთნების ჩატარების შესახებ 13 იანვრიდან ინფორმირებულია.