რუსეთი ლიტვის საზღვართან, ბალტიის ზღვაში სამხედრო წვრთნას მართავს
რუსეთი ლიტვის საზღვართან, ბალტიის ზღვაში სამხედრო წვრთნას მართავს

რუსეთი ბალტიის ზღვაში სამხედრო წვრთნას მართვას. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონური მედია ავრცელებს. ERR.ee-ს მონაცემებით, სამხედრო მანევრებში 24 გემი მონაწილეობს, ასევე სწავლებაში ჩართულია სამხედრო საზღვაო ძალების ავიაცია.

წვრთნების ფარგლებში, სამხედრო თვითმფრინავებმა სახმელეთო მიზნებზე დარტყმები განახორციელეს.

სამხედრო სწავლება ლიტვის საზღვართან, კალინინგრადის ოლქში პოლიგონ დობროვოლსკიზე გაიმართა.

შეგახსენებთ, ივნისში ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში, ასევე ბალტიის ზღვაში ნატო-ს სამხედრო წვრთნებია დაგეგმილი.