რუსეთი კორონავირუსის საფრთხის გამო საზღვრებს კეტავს
რუსეთი კორონავირუსის საფრთხის გამო საზღვრებს კეტავს

რუსეთი კორონავირუსის საფრთხის გამო საზღვრებს კეტავს.

საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის გასვლა შეიზღუდება.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. აკრძალვა არ ეხება დიპლომატებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე საერთაშორისო რეისების სატვირთო ავტომობილების მძღოლებს. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1264-ს აღწევს, ოთხი დაღუპულია, 49 კი გამოჯანმრთელდა.