რუსეთი გერმანიისა და საფრანგეთის მმართველი სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ საპასუხო სანქციების დაწესებას გეგმავს
რუსეთი გერმანიისა და საფრანგეთის მმართველი სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ საპასუხო სანქციების დაწესებას გეგმავს

რუსეთი გერმანიისა და საფრანგეთის მმართველი სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ საპასუხო სანქციების დაწესებას გეგმავს. სანქციები ალექსეი ნავალნის მოწამვლას უკავშირდება.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

„პასუხები სანქციებზე, რა თქმა უნდა, იქნება. რამდენადაც ევროკავშირის ამ სანქციების ლოკომოტივი გერმანია იყო და ეს საქნციები პირდაპირ ეხება რუსეთის ფედერაციის ადამინისტრაციის მაღალჩინოსნებს. ჩვენი საპასუხო სანქციები იქნება სარკისებური. ისინი უკვე მიღებულია და ამის შესახებ ჩვენ მალე შევატყობინებთ ჩვენს გერმანელ და ფრანგ კოლეგებს“, – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთი არ გამორიცხავს ვერსიას იმის შესახებ, რომ ნავალნი შესაძლოა, გერმანიის ტერიტორიაზე მოეწამლათ, ან თვითმფრინავში, რომლითაც იგი ბერლინის კლინიკაში იქნა გადაყვანილი.