რუსეთი გაერო-ს გენერალურ მდივანს უკრაინის ქმედებების მკაფიოდ დაგმობისკენ მოუწოდებს

00:28, 30.06.2026

რუსეთი გაერო-ს გენერალურ მდივანს უკრაინის ქმედებების მკაფიოდ დაგმობისკენ მოუწოდებს.

გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ანა ევსტიგნეევამ გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს მოუწოდა, მკაფიოდ დაგმოს კიევის მიერ ჩადენილი „სისხლიანი დანაშაულები“.

„ჩვენ მოვითხოვთ გენერალური მდივნისა და გაერო-ს შესაბამისი სტრუქტურებისგან ამ სისხლიანი დანაშაულების მკაფიოდ დაგმობას. კიევის მიზანმიმართული თავდასხმების იგნორირება, რომლებსაც ბავშვებს შორის მრავალი მსხვერპლი მოჰყვა, ორმაგი სტანდარტების აშკარა დასტურია, რაც უხეშად არღვევს გაერო-ს წესდების მე-100 მუხლს“, – განაცხადა ევსტიგნეევამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მსგავსი