რუსეთი და უკრაინა დღეს სამხედრო ტყვეების ფართომასშტაბიან გაცვლას გეგმავენ

14:14, 17.07.2024

რუსეთი და უკრაინა დღეს 180 სამხედრო ტყვეს გაცვლიან, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ტყვეების გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელშეწყობით 90-90-ზე პრინციპით მოხდება.

უკრაინული მედია გასულ კვირას წერდა, რომ მთავრობა, არაბთა გაერთიანებული საამიროების დახმარებით, პატიმრების „დიდ გაცვლას“ გეგმავს.

სამხედრო ტყვეების ბოლო გაცვლა, რომელიც ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა, ივნისში განხორციელდა.

მსგავსი