რუსეთი და ჩინეთი ირანზე აშშ-ისრაელის დარტყმებს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას უწოდებენ და გმობენ
რუსეთი და ჩინეთი ირანზე აშშ-ისრაელის დარტყმებს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას უწოდებენ და გმობენ

რუსეთი და ჩინეთი ირანზე აშშ-ისრაელის დარტყმებს აკრიტიკებენ და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად აფასებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სერგეი ლავროვმა და ვან იმ დაგმეს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული მასირებული სამხედრო დარტყმები, რომლებიც განხორციელდა თეირანის მხრიდან დიალოგისადმი გახსნილობის მიუხედავად.

მინისტრებმა განაცხადეს, რომ ისინი კოორდინაციას გაუწევენ ქმედებებს გაერო-ს უშიშროების საბჭოში, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსა და სხვა ორგანოებში. მათ არ დაუკონკრეტებიათ, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ მოსკოვი და პეკინი.