რუსეთი ავღანეთში ტერორისტების გააქტიურების მიზეზად აშშ-ის პოლიტიკას ასახელებს
რუსეთი ავღანეთში ტერორისტების გააქტიურების მიზეზად აშშ-ის პოლიტიკას ასახელებს

პეკინში „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სირიასა და ერაყში დამარცხების შემდეგ, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები ავღანეთში გადადიან.

სერგეი შოიგუს განცხადებით, აშშ-სა და ნატოს მისიამ შედეგი ვერ გამოიღო და ამჟამად ავღანეთის ტერიტორიაზე 4,5 ათასამდე ჯიჰადისტი იმყოფება. შოიგუმ ასევე აღნიშნა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ მოქმედების ფარგლებში, რუსეთი სამხედრო ბაზებს ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში აძლიერებს.