რუსეთი ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვრის დაცვის მზადყოფნას გამოთქვამს
რუსეთი ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვრის დაცვის მზადყოფნას გამოთქვამს

რუსეთი ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვრის დაცვის მზადყოფნას გამოთქვამს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტაჯიკეთის ტერიტორიაზე განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზა სრულად არის აღჭურვილი ავღანეთის საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამასთან, მისი თქმით, მოსკოვი მზადაა საზღვრის დაცვისთვის დამატებითი ზომების მისაღებად, თუ ამის საჭიროება დადგება.

ტაჯიკეთის პრეზიდენტმა, ემომალი რაჰმონმა ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვართან 20 000 სამხედროს მობილიზების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის ჩრდილოეთ პროვინციების დაკავების გამო, ტაჯიკეთის საზღვარი ათასზე მეტმა ავღანელმა სამხედრომ გადაკვეთა.