რუსეთი აშშ-ს იმპორტზე საპასუხო ტარიფებს დაუწესებს
რუსეთი აშშ-ს იმპორტზე საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს სავაჭრო ომი გამოუცხადა, ოფიციალური მოსკოვი აშშ-ს იმპორტზე საპასუხო ტარიფებს დაუწესებს, – ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა მაქსიმ ორეშკინმა განაცხადა.

მისი თქმით „დასაბალანსებელ ზომებს“ ამერიკის შეერთებული შტატების პროტექციონალური ნაბიჯის საპასუხოდ მიიღებენ, რომელმაც ალუმინსა და ფოლადზე დაწესებული ტარიფების შემდეგ რუსეთს დანაკარგის კომპენსაციაზე უარი უთხრა.

ოშერკინმა აღნიშნა, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიხედვით მის უფლებას გამოიყენებს და დაამატა, რომ გაზრდილი ტარიფები რუსეთის მაკროეკონომიკურ მაჩვენებელზე არ აისახება.

დამატებითი ტარიფების ზუსტ სიას ოფიციალური მოსკოვი უახლოეს დღეებში შეადგენს.