რუსეთი აცხადებს, რომ მზადაა, ელენოვკაში მდებარე კოლონიაში გაერო-სა და წითელი ჯვრის სპეციალისტები დაუშვას
რუსეთი აცხადებს, რომ მზადაა, ელენოვკაში მდებარე კოლონიაში გაერო-სა და წითელი ჯვრის სპეციალისტები დაუშვას. შესაბამისი განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გააკეთეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ
ეს ნაბიჯი ობიექტური გამოძიების ჩატარების ინტერესებიდან გამომდინარე გადადგეს.
დონეცკის ოლქში, ელენოვკაში მდებარე გამოსასწორებელ კოლონიაზე დარტყმას 53 უკრაინელი სამხედრო ტყვე ემსხვერპლა. 73 დაიჭრა. რუსეთი მომხდარში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ელენოვკას კოლონიაზე უკრაინელებმა იერიში ამერიკული ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა HIMARS-იდან მიიტანეს. თავის მხრივ, კიევში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე კოლონია რუსეთის არმიამ გაანადგურა, რათა სამხედრო ტყვეთა წამების მტკიცებულებები დაემალა.