რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი სამხედრო პატივით დაკრძალეს
რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი, დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ქართველი მებრძოლები ტაძრებიდან საპატიო ყარაულის თანხლებით გამოასვენეს. გია ბერიაშვილი თემქის, ხოლო დავით რატიანი ვარკეთილის სასაფლაოზე დაკრძალეს.

დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი დღეს ქაშვეთისა და წმინდა მარიამ ეგვიპტელის ტაძრებში გაიმართა. დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს რიგითმა მოქალაქეებმა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

საქართველოს ორი მოქალაქე, გია ბერიაშვილის და დავით რატიანის სამშობლოში 24 მარტს გადმოასვენეს. ისინი 18 მარტს კიევთან ახლოს, ირპენის რეგიონში, რუსების მიერ კიევზე განხორციელებული შეტევის მოგერიების დროს დაიღუპნენ.