რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების, დავით რატიანის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობს.

გია ბერიაშვილის ცხედარი თემქის სასაფლაოსთან მდებარე წმინდა მარიამ ეგვიპტელის ტაძარშია დასვენებული.

საქართველოს ორი მოქალაქე, გია ბერიაშვილის და დავით რატიანის სამშობლოში 24 მარტს გადმოასვენეს. ისინი 18 მარტს კიევთან ახლოს, ირპენის რეგიონში, რუსების მიერ კიევზე განხორციელებული შეტევის მოგერიების დროს დაიღუპნენ.

დავით რატიანს და გია ბერიაშვილს სამხედრო პატივით ე.წ. დამპალოსა და თემქის სასაფლაოზე დაკრძალავენ.