რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საკითხზე ფოთში სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საკითხზე ფოთში სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს

„ახალი საქართველოს უნივერსიტეტის“ კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით, თემაზე „სივრცის გაგება გლობალურ სამყაროში – რუსულ ევრაზიიზმის იდეა“ ფოთში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტები, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და სასულიერო პირები ესწრებიან.

კონფერენციის ძირითადი თემა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და რუსეთის აგრესიული პოლიტიკაა.